ირაკლი ქადაგიშვილი – BBC-ის ფილმის მონაწილეებზე: დიდი ხანია მათ ხელი აქვთ აღებული საქართველოს რეალური ინტერესების დაცვაზე, მოქმედებენ სხვა ქვეყნის თუ სხვა პოლიტიკური ძალების კარნახით
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი BBC-ს ფილმის მონაწილეების შეცვლილ პოზიციას გამოეხმაურა.
„დიდი ხანია, მათ ხელი აქვთ აღებული საქართველოს რეალური ინტერესების დაცვაზე, მოქმედებენ სხვა ქვეყნის თუ სხვა პოლიტიკური ძალების კარნახით და მათი ინტერესების შესაბამისად. მაგრამ როდესაც მოხდა კონკრეტულად გამოკითხვა და ჩაძიება, აღმოჩნდა, რომ თურმე, მათი თქმით, ისინი არაფერ შუაში არიან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.