ლევან მაჭავარიანი – ბრიუსელის კორუფციულ სკანდალზე: ეს არის ცინიზმის მწვერვალი, როდესაც ჩვენ გვმოძღვრავდნენ, რომ თითქოს, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებას

„ეს არის ცინიზმის მწვერვალი, როდესაც ჩვენ გვმოძღვრავდნენ, რომ თითქოს, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებას,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბრიუსელში მომხდარ კორუფციულ სკანდალზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰბაძავენ ევრობიუროკრატები და აღიარებენ იმას, რომ გამჭვირვალობა ნამდვილად ევროპული ღირებულებაა.

„ეს არის ცინიზმის მწვერვალი, როდესაც ჩვენ გვმოძღვრავდნენ, რომ თითქოს, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებას, მაგრამ ერთი მხრივ, კარგია – ახლა გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰბაძავენ ევრობიუროკრატები და აღიარებენ იმას, რომ გამჭვირვალობა ნამდვილად ევროპული ღირებულებაა და თურმე, როგორი აუცილებელი ყოფილა კონკრეტული ქვეყნისა თუ სივრცის უსაფრთხოებისთვის. ძალიან კარგი მაგალითია ასეთი ფაქტი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც დღემდე სჯერა, რომ ქართული კანონი შეიძლება, იყოს რუსული კანონი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ გაათავისუფლა ფედერიკა მოგერინი და სტეფანო სანინო მას შემდეგ, რაც ისინი თაღლითობის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვის მიზნით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები