გიორგი სოსიაშვილი – „მეგობარ აქტზე“: ადგილობრივი აგენტურა დაძრწოდა კარიდან კარზე, რომ დაეზიანებინათ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები
„ადგილობრივი აგენტურა დაძრწოდა კარიდან კარზე, რომ დაეზიანებინათ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა „მეგობარი აქტის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.
„გახსოვთ, ეს ადგილობრივი აგენტურა, რადიკალთა ჯგუფები როგორ დაძრწოდნენ კარიდან კარზე, რომ როგორღაც დაეზიანებინათ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები და მიაღწიეს რას – ნახეთ, რომ სენატის სპიკერმა დაბლოკა ეს აქტი და ბუნებრივია, ამით გარკვეული საფუძველი გამოეცალათ ამ ძალებს”, – განაცხადა სოსიაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივა ისევ ჩავარდა.