გურამ მაჭარაშვილი: ის ადამიანები, რომელთა მტკიცებულებებზეც BBC-მ გაავრცელა ეს ფეიკნიუსი, ამბობენ, რომ არ იციან საერთოდ ეს ქიმიური იარაღი იყო თუ არა მავნე

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი BBC-ს ფილმის მონაწილეების შეცვლილ პოზიციას აფასებს.

„ის ადამიანები, რომელთა მტკიცებულებებზეც BBC-მ გაავრცელა ეს ფეიკნიუსი, ამბობენ, რომ არ იციან, საერთოდ ეს ქიმიური იარაღი იყო თუ არა მავნე, არც კვლევა ჩაუტარებიათ. აქედან გამომდინარე, ეს ჰგავს იმას, როდესაც მაგალითად, კაცს მოწმეების ჩვენებების საფუძველზე აპატიმრებენ ადამიანის მკვლელობისთვის და როცა გამოძიება მოწმეებს მიადგება, ისინი ამბობენ, რომ არ დაგვინახავს, არ ვიცით, ვინ მოკლა, საერთოდ მოკლა თუ არა ადამიანი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები