“ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობასა და ამ ექსტრემისტული ჯგუფებისგან გამიჯვნაზე” – პაპუაშვილი

“დღეს 4 დეკემბერია. ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობასა და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ძალადობის არდაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არდაგმობა კი აქეზებს ტერორიზმს.

“ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქართველოში უკვე ვნახეთ.

ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები