დავით ქართველიშვილი – BBC-ის სტატიაზე: ჩვენი ე.წ. ოპოზიციონერები ელოდებოდნენ, რომ ამაზე აგორდებოდა მორიგი არეულობის კერა და ისევ გამოგონილი საბაბით ქუჩაში ხალხს გამოიყვანდნენ

ჩვენი ე.წ. ოპოზიციონერები ელოდებოდნენ, რომ ამაზე აგორდებოდა მორიგი არეულობის კერა და ისევ გამოგონილი საბაბით ქუჩაში ხალხს გამოიყვანდნენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ BBC-ის სტატიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და ნებისმიერი ასეთი დეზინფორმაციული კამპანია მოგერიებული იქნება.

„ვაკვირდებით, თვე არ გადის, რომ ახალი თემა არ იყოს შემოღებული. ჩინეთიზაციის თემას დავძლევთ ჰეროიკულად, რუსიფიკაციის საფრთხე იქმნება, რუსიფიკაციის საფრთხე მთავრდება, არაბიზაციის საფრთხე [იქმნება]. ახლა ქიმიურ და ბიოლოგიურ დანაშაულში სახელმწიფოს ადანაშაულებს ვისაც არ ეზარება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გვიახლოვდება მორიგი მინისტერიალი, სადაც მორიგი რეზოლუცია იქნება მიღებული, სადაც შეშფოთებას მოვისმინეთ, სადაც არარსებული ამბები რეზოლუციის ფორმატში იქნება შეფუთული, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და პრაქტიკულ ნაბიჯებზე ვერა და ვერ გადავიდა ევროკომისია, იქნება ეს სანქციები, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოყენებული ზომები, ლიბერალიზაციის გაუქმება თუ ა.შ. იმიტომ ვერ გადადიან, რომ ვხედავთ, რომ მსოფლიო ბანკისა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა ინდექსებით საქართველოს მოწინავე პოზიციებზეა და ამის შეგროვება ჩვენ გვჭირდება, რადგან როგორც კი საქართველოს წინააღმდეგ მორიგ სარეკომენდაციო ხასიათის უსამართლობას პრაქტიკულ განვითარებას მისცემენ, როდესაც ფეიკზე აგებული ჩვენი სანქცირება, თუ სავიზო რეჟიმის შემოღება იქნება პრაქტიკაში შეყვანილი, უფლება გვაქვს ევროკომისიას სტრასბურგის სასამართლოში ვუჩივლოთ და ძალიან დიდი ალბათობით, ამ მტკიცებულებებით ამ პროცესებს მოვიგებთ.

ჩვენ უკვე ძალიან სერიოზული ჯავშანი გვაქვს ამ ტოტალური უსამართლობის მოგერიების. იმ ძალების დეზინფორმაციული და ცილისმწამებლური კამპანია ძალიან კარგად არის ნაცნობი სტრასბურგის სასამართლოში, სადაც ბოლო წლების განმავლობაში იგივე ნაცსექტის არცერთი დეზინფორმაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ არათუ არ იყო დადებითად გადაწყვეტილი, ხშირად, მათ კანცელარიაშიც არ იქნა მიღებული განსახილველად. სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და ნებისმიერი სიგიჟე იქნება მოგერიებული“, – აცხადებს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები