გურამ მაჭარაშვილი: რამე მტკიცებულება რომ ჰქონდეს BBC-ის, არ გამოიყენებდა? დღესვე გამოამზეურებდა ამ მტკიცებულებას
დღეს რომ რამე მტკიცებულება ჰქონდეს BBC-ის, არ გამოიყენებდა? დღესვე გამოამზეურებდა ამ მტკიცებულებას. აშშ-ის პრეზიდენტი უჩივის, ქართული ოცნება უჩივის და ბევრი ზიანი აქვს მიყენებული საერთაშორისო მედასაშუალებას. ის წყაროც ეცლება ახლა ხელიდან, რომელიც ამბობს, მე არაფერი ვიციო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა BBC-ის სტატიაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
კითხვაზე ვინ არის ამ ამბის დამკვეთი, მაჭარაშვილმა ასე უპასუხა:
„ეს არის დიფ სთეითი. ერთ მშვენიერ დღეს გავიგებთ, ვინ, სად და როდის გადაიხადა ამ გარიგებაში. ვიღაც ლობისტი ეყოლებოდათ, ოფიციალურად გადაუხდიდნენ, მოხვდება ფარას კანონის მიხედვით სადმე და ამას გავიგებთ. მესამე დღეა ეს ფეიკ ნიუსი გაავრცელეს და უკვე წყარომ უარყო, რომ მან რაიმე იცის საერთოდ.
დღეს პრემიერის ბრიფინგი იყო, ტვ პირველის და ფორმულას ჟურნალისტებმა რაღაც ოთხციფრიანი კოდი ისწავლეს, იმეორებენ ამ კოდს და როცა პრემიერმა აუხსნა, რომ ამ კოდის ქვეშ არის აკრძალული ნივთიერებებიც და ისეთი ნივთიერებებიც, რომელიც არ არის აკრძალული, ეს მათ ვერ გაიგეს, ან არ უნდოდათ გაეგოთ და მაინც იმეორებდნენ ამ კოდს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.