მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს ისტორიულად შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, ამასთან, ვხედავთ, რომ მოლდოვაში მაღალ დონეზეა საგარეო ვალის ნიშნული, აქედან გამომდინარე, სიმართლის დამალვა რთულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მოლდოვური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოლდოვის მთლიანი სახელმწიფო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა და 128 მილიარდ 649 მილიონ ლეის მიაღწია.

,,საქართველოს ისტორიულად მართლაც შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა აქვს. ამავდროულად, ვხედავთ, რომ მოლდოვაში ისტორიულად მაღალ დონეზეა საგარეო ვალის ნიშნული. აქედან გამომდინარე, სიმართლე, ძალიან რთულია, დაიმალოს”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები