პაპუაშვილი – ინდოეთში მის ვიზიტთან დაკავშირებულ კრიტიკაზე: საქმე გვაქვს მრუდე ქართველების ჯგუფთან, რომელსაც ტვინს ურეცხავენ გარედან და ამ მრუდე ქართველების ხელში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არასდროს ჩავარდება

“საქმე გვაქვს მრუდე ქართველების ჯგუფთან, რომელსაც ტვინს ურეცხავენ გარედან და ამ მრუდე ქართველების ხელში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არასდროს ჩავარდება, ამაზე არაერთხელ მიიღო გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი ინდოეთში საკუთარ ვიზიტთან დაკავშირებულ კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მილიონნახევრიანი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იქით მილიარდნახევრიანი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვერ ხედავენ.

„ზოგადად, ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ პროევროპულობა საქართველოში იქცა ზიზღის, ძალადობის და მათ შორის, ყველანაირი ღირებულებებისგან განზე მდგომი დამოკიდებულებებისგან. ეს არის, რაც სამწუხაროდ შექმნა დღეს ბრიუსელმა საქართველოში. მათ, მისმა ელჩებმა მოახერხეს ის, რომ ევროკავშირი და პროევროპულობა გააიგივეს სიძულვილთან, ზიზღთან და ძალადობასთან. ასე, რომ ეს ზიზღი საბოლოო ჯამში თავად მათ მიუბრუნდებათ რომ იცოდნენ, ვინაიდან ესეც ისტორიული გამოცდილებაა, მათ შორის, ზოგიერთი ევროპული ქვეყნისა, რომლებიც სხვაგან ბოროტებას თესდნენ და საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყანაში მიიღეს ეს ბოროტება. ასე, რომ ეს ზიზღი საბოლოო ჯამში მათვე მიუბრუნდებათ.
რაც შეეხება ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათი საფიცარი სხვაგან არის. მილიონნახევრიანი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იქით მილიარდნახევრიანი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვერ ხედავენ. ეს არის მათი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, მაგრამ რაც ყველაზე უფრო უბედურია, ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ და ამიტომაც არის, რომ ვამბობთ, ჩვენ საქმე გვაქვს მრუდე ქართველების ჯგუფთან, რომელსაც ტვინს ურეცხავენ გარედან და ამ მრუდე ქართველების ხელში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არასდროს ჩავარდება და ამაზე არაერთხელ მიიღო გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები