ლევან მახაშვილი – “ბიბისისთან” დაკავშირებით, რაც სახელმწიფოს შეუძლია, ყველა რესურსს და ბერკეტს გამოვიყენებთ

“BBC-თან დაკავშირებით, რაც სახელმწიფოს შეუძლია, ყველა რესურსს და ბერკეტს გამოვიყენებთ,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცალსახად სახელმწიფოს და ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაა.

„ეს ცალსახად სახელმწიფოს და ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაა. ამ აბსოლუტური სიგიჟის ავტორებიც, მსახიობებიც, რეჟისორებიც და მაყურებლებიც თავად არიან. ეს ყველაფერი თავადვე შექმნეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ამ ყველაფერს ბურბუშელით ხელში ვუყუროთ. რაც სახელმწიფოს შეუძლია, ყველა რესურსს და ბერკეტს გამოვიყენებთ. იქნება ეს გამოძიება, ბრიტანული მარეგულირებლისთვის მიმართვა და საერთაშორისო გამოძიება, თუ ამის საჭიროებაც იქნება. საქართველოს რეპუტაციის დაცვას ყველა გზით შევეცდებით.
აქ „ბიბისის“ ინტერესი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ, რომ „ბიბისი“ გამოყენებულია, როგორც ბერკეტი სხვა ფარული ინტერესების გატარებისთვის. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ „ბიბისის“ მხრიდან ამას ვხედავთ. სამწუხაროა, ოდესღაც ნამდვილად უმწიკლო რეპუტაციის მედიასაშუალება დღეს ჩამოლაბორანტდა და მზად არის, არაფრიდან ჭიქაში ქარიშხალი შექმნას. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა აქ ვისთვის რა ინტერესია. აქ მთავარია, რომ სახელმწიფო რეპუტაციის დაზიანების პირდაპირ გამიზნული მცდელობაა“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები