ირაკლი ზარქუა: BBC ის ორგანიზაციაა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდებაო – ბოდიში მოიხადეს? – არა
“BBC ის ორგანიზაციაა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდებაო – ბოდიში მოიხადეს? – არა,”- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ BBC-ის სტატიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია და სახელმწიფოს გაშავება არავის შერჩება.
“BBC ის ორგანიზაციაა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდებაო. სად არის? – არცერთი ფაქტი არ დადასტურდა. აგერ, ჯიგარი ზის ახლა და იხდის სასჯელს. ბოდიში მოიხადეს? – არა. იმდენად შორს შეტოპეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უჩივის და მილიარდობით დოლარს სთხოვს საკომპენსაციოდ.
ჩვენთან მიმართებით სიუჟეტი გააკეთეს, სადაც ეყრდნობიან გარკვეულ ექიმებს (ჩახუნაშვილებს ვგულისხმობ) ესენი ამბობენ, რომ ჩვენ ასეთი არც დაგვიწერია და არც გვითქვამსო, ახლა უკვე უკან იხევენ.
ეს იყო მცდელობა, მორიგი ტალღა აეგორებინათ, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, თითქოს დაშლის დროს ქიმიური იარაღი გამოიყენა სახელმწიფომ. ეტყობა, ნაცებში ავერიეთ. არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის გაშავება, გამოძიება დაწყებულია და მივა ბოლომდე,”- აცხადებს ზარქუა.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.