ლევან მაჭავარიანი: ყველანაირი მტკიცებულების გარეშე ცდილობენ, რომ გააშავონ ჩვენი ხელისუფლება – ჩვენ ამას არ შევეგუებით და სასამართლო დავაში შევალთ “ბიბისისთან”

,,ჭორაობაზე დაყრდნობით, აბსოლუტურად ყველანაირი ფაქტის, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე ცდილობენ, რომ გააშავონ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ, ამასთან დაკავშირებით განვაცხადეთ, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ შევეგუებით და სასამართლო დავაში შევალთ BBC-თან”, – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა BBC-ის მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით გააკეთა.

“ჩვენ, ერთი მხრივ, ვიხილეთ ყველაზე ავტორიტეტული ქვეყანა საბანკო სისტემით შვეიცარია, სადაც რეპუტაცია ყველაზე მსხვილ ბანკს შეელახა იმის გამო, რომ ზეწოლა განხორციელებულიყო საქართველოზე და კონკრეტულად ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. ახლა ვხედავთ, BBC-ის შემთხვევას, როდესაც ერთ დროს ყველაზე ავტორიტეტული მედიასაშუალება ავრცელებს ასეთ დეზინფორმაციას. ჭორაობაზე დაყრდნობით, აბსოლუტურად ყველანაირი ფაქტის, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე ცდილობენ, რომ გააშავონ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ, ამასთან დაკავშირებით განვაცხადეთ, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ შევეგუებით და სასამართლო დავაში შევალთ BBC-თან. ხოლო, კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებმაც მიაწოდეს დეზინფორმაცია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურში საქმე აღიძრა ორი მუხლით. ბევრი რაღაც გამოვლინდება, ამ დღეების განმავლობაში უკვე გამოვლინდა, რომ ის აქტორები, რომლებიც მანამდე დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ რაღაც პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული, ახლა უკვე უკან იხევენ და აცხადებენ, რომ ასეთი ინფორმაცია არ მიუციათ BBC-თვის და ა.შ. ჩვენი მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, ნათელია, რომ ეს ყველაფერი კეთდება ისევ საქართველოზე ზეწოლის გასაძლიერებლად, ისევ რაღაც ქაოსის შემოსატანად ჩვენს ქვეყანაში. უბრალოდ, იმდენად აბსურდულ ბრალდებებზე არიან უკვე გადასულები, რომ ამის იქით უკვე ფიზიკურად არ არსებობს და შესაბამისად, მოქალაქეების ის ნაწილიც, რომელიც მანამდე შეცდომაში შეჰყავდათ რაღაც ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებით, ისეთ დონეზე არიან უკვე დაცემულები, რომ ამ ნაწილსაც ვერ შეიყვანენ უკვე შეცდომაში,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები