“ბელგიის პოლიციამ კორუფციის ბრალდებით საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, კიდევ მაღალი თანამდებობის პირები და ქალბატონი ფედერიკა დააკავა, რომელიც ჩვენ ჭკუას გვასწავლიდა” – მაჭარაშვილი
“ბელგიის პოლიციამ კორუფციის ბრალდებით საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, კიდევ მაღალი თანამდებობის პირები და ქალბატონი ფედერიკა დააკავა, რომელიც ჩვენ ჭკუას გვასწავლიდა 2019 წელს, თურმე ჩვენ ქართველებმა დემოკრატია არ ვიცით და უკუსვლით მივდივართ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ქალბატონო ფედერიკა ახლა ჩვენ როგორ ვქნათ, რა გავაკეთოთ, თქვენ მოგბაძოთ კორუფციაში და მერე შესაბამისი უწყებები მოვლენ ჩვენთან და საქართველო დემოკრატიული იქნება? თან ეს ხომ პირველი არ არის ევრობიუროკრატიაში. ეს ხალხი გამოდის მერე და ჩვენზე საუბრობს, თურმე საქართველოში უკუსვლა ხდება, როცა მათივე ინსტიტუტები საქართველოს აფასებენ კორუფციასთან ბრძოლაში დაწინაურებაში. ბელგიის პოლიცია ყოველ კვირაში რამდენიმე ადამიანს აკავებს კორუფციის ბრალდებით. ეს არის ევროპული ღირებულება? ამას გვეუბნებოდით თუ ასე არ მოიქცევით ჩვენთან. ვერ მიგიღებთო? უკაცრავად, მაგრამ ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით, როგორც თქვენ იქცეოდით და მერე ბელგიის პოლიციას მოუწია, რომ კორუფციის ბრალდებით დაეკავებინეთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ კორუფციის საქმეზე სამი პირი დააკავა, რომელთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი – ფედერიკა მოგერინი და ევროკომისიის მაღალჩინოსანი, სტეფანო სანინო.