“როგორც თავად განაცხადა, ამერიკის პრეზიდენტიც კი აპირებს, უჩივლოს BBC-ის იმ „ფეიკ“ ნიუსისთვის, რომელიც ამერიკის პრეზიდენტზე გაუშვა” – მაჭარაშვილი
“როგორც თავად განაცხადა, ამერიკის პრეზიდენტიც კი აპირებს, უჩივლოს BBC-ის იმ „ფეიკ“ ნიუსისთვის, რომელიც ამერიკის პრეზიდენტზე გაუშვა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თავად BBC-ის ხელმძღვანელობაც გადადგა ამის გამო.
“სამწუხაროდ, არ არის გასაკვირი, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოში მოკალათებულმა „დიფ სთეითმა“ „ფეიკ ნიუსი“ გაუშვა BBC-ში, იქ თანხა იქნებოდა გადახდილი, შესაბამისად, BBC-მაც გამოაცხო ეს ცრუ ნარატივი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.