სამხარაძე – BBC-ის სტატიაზე: მოსალოდნელი იყო, რომ ამ საქმის ყველა ფიგურანტი იტყოდა, რომ მათ არ მიუციათ ინტერვიუ ან ამ ფორმით არ უთქვამთ, რომ ნამდვილად იყო ქიმიური იარაღი გამოყენებული
“მოსალოდნელი იყო, რომ ამ საქმის ყველა ფიგურანტი იტყოდა, რომ მათ არ მიუციათ ინტერვიუ BBC-ისთვის, ან ამ ფორმით არ უთქვამთ, რომ ნამდვილად იყო ქიმიური იარაღი გამოყენებული”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ფაქტის მთავარი იდეა და მიზანი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის კიდევ ერთხელ მიეყენებინათ ზიანი.
“ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ამაზე იჩივლებს სასამართლოში, სასამართლოზე იქნება წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომელიც ჩვენს მხარეს გაამართლებს და BBC-ის და მის ჟურნალისტს მოუწევს უარყოფა იმ ყველაფრის, რაც მან ასე უზნეოდ გაავრცელა“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.