რიმა ბერაძე: BBC-ი არის ის ორგანიზაცია, რომელმაც 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და თავდასხმა უგულებელყო
“BBC-ი არის ის ორგანიზაცია, რომელმაც 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და თავდასხმა უგულებელყო,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ BBC-ს სტატიაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ცრუ ნარატივი და ბრალდება ყოველგვარი გადამოწმების, ანალიზის და ფაქტების გარეშე. მათ სურდათ კიდევ ერთხელ დარტყმა მიეყენებინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაც არ გამოუვიდათ.
BBC-ი არის ის ორგანიზაცია, რომელმაც 2025 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და თავდასხმა უგულებელყო და დამალა და არ მიაწოდა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია“, – აღნიშნა ბერაძემ.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.