გიორგი სოსიაშვილი – ევროპელ მაღალჩინოსნებზე: თავად არიან კორუფციაში ჩაფლულები და ევროკავშირის გაერთიანებას მიაქანებენ დაშლისკენ

“თავად არიან კორუფციაში ჩაფლულები და ევროკავშირის გაერთიანებას მიაქანებენ დაშლისკენ, “ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ბრიუსელსა და ბრიუგეში ჩატარებულ ჩხრეკებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიწასთან გაასწორეს ევროკავშირის გაერთიანება.

„ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი დაკავებული იყო ჩვენი ქვეყნის კრიტიკით. მუდმივად ხაზს უსვამდნენ, რომ საქართველოში ანტიდემოკრატიულ პროცესებს ჰქონდა ადგილი და ვხედავთ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს თავად ეს გაერთიანება [ევროკავშირი]. მიწასთან გაასწორეს მისი ავტორიტეტი, თავად არიან კორუფციაში ჩაფლულები და ევროკავშირის გაერთიანებას მიაქანებენ დაშლისკენ. ეს არის ძალიან სამწუხარო“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.

„ქრონიკის” ინფორმაციით, ბრიუგეში ევროპის კოლეჯსა და ბრიუსელში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში ჩხრეკა ჩატარდა, დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. ამასთან, ბელგიური გამოცემა Le Soir-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი მათგანია ევროპის კოლეჯის რექტორი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები