დავით მათიკაშვილი: საქართველოს, ნივთიერება ქიმიური აგენტი, „კამიტე“ არ გამოუყენებია და სახეზეა ქვეყნის ავტორიტეტის შელახვის პირდაპირი მცდელობა
“საქართველოს, ნივთიერება ქიმიური აგენტი, „კამიტე“ არ გამოუყენებია და სახეზეა ქვეყნის ავტორიტეტის შელახვის პირდაპირი მცდელობა,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა BBC-ს სტატიაზე საუბრისას განაცხადა.
„სახეზეა ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტის შელახვის პირდაპირი მცდელობა. საქართველოს ასეთი [ქიმიური აგენტი „კამიტე“] ნივთიერება არ შეუძენია და შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ვინმეს სადმე, ილუზორულ წარმოდგენებშიც კი გამოეყენებინა და ესარგებლა ამ ნივთიერებებით.
ყველაფერი გაკეთდება როგორც ქვეყნის შიგნით არსებული გამოძიებით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასარჩელო წარმოებით, რომ ტყუილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააბრალეს და რასაც „დიფ სთეითის“ ხელი ეტყობა, გამოაშკარავდეს და კიდევ ერთხელ მოუწიოს BBC-ის ბოდიშის მოხდა ქართველი ხალხის წინაშე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.
მისწერეთ კვირა