მაია ბითაძე – BBC-ის სტატიაზე: კიდევ ერთხელ მოწმე ვართ იმისა, თუ რამხელა მასშტაბის და რამხელა აბსურდული კამპანია მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ

„გუშინდელი დღიდან კიდევ ერთხელ მოწმე ვართ იმისა, თუ რამხელა მასშტაბის და რამხელა აბსურდული კამპანია მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე და პასუხის მოსთხოვს ინფორმაციის გამავრცელებელს.

„ეს არის მიზანმიმართულად დაგეგმილი და ე.წ. ელისაშვილის საქმის გადასაფარად გამოყენებული ინსტრუმენტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი არის, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია შეილახოს და მეორე მხრივ, დამატებითი აჟიოტაჟი გამოიწვიოს ამ საკითხმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. უფრო აბსურდულად შეიძლება შეფასდეს ეს საკითხი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ევროკავშირის სპიკერიდან ვისმენთ თურმე ერთი მხრივ შეშფოთებას და მეორე მხრივ გამოძიების მოთხოვნას. ამის საპასუხოდ, ბუნებრივია ის რეაქცია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არ დაყოვნდა და გაჟღერდა გამოძების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა, სადაც საქართველო შეეცდება საკუთარი ინტერესები დაიცვას. არ შეიძლება ასეთი ბრალდების გაჟღერება ასეთი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო დაფარვით და ამაზე ახალი დღის წესრიგის აგება“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

ცნობისთვის, BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები