ნიკოლოზ სამხარაძე: სტატიის გამოქვეყნებისთანავე ნათელი იყო, რომ BBC-ს და კერძოდ ამ ჟურნალისტს ჰქონდა ანგაჟირებული მიდგომა

სტატიის გამოქვეყნებისთანავე ნათელი იყო, რომ BBC-ს და კერძოდ ამ ჟურნალისტს ჰქონდა ანგაჟირებული მიდგომა , – ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ის ცალსახად წარმოჩენილია, როგორც მხარე. შესაბამისად, ამას ვერანაირი კრიტერიუმით და სტანდარტით ვერ ვუწოდებთ ობიექტურ, თუნდაც, ჟურნალისტურ გამოძიებას. მათ არ გაითვალისწინეს არც ერთ კითხვაზე პასუხი, რომელიც მიიღეს ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, მოუწევთ, რომ უკვე სასამართლოში აგონ პასუხი ამ დეზინფორმაციაზე და ცილისწამებაზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები