“განათლების რეფორმის კონცეფციას, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს” – პაპუაშვილი

“განათლების რეფორმის კონცეფციას, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზუსტად ამას დავპირდით ჩვენ, ჩვენს ამომრჩეველს საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ განათლების რეფორმა იქნებოდა პრიორიტეტი და ზუსტად ამას დაუჭირა მხარი ჩვენმა ამომრჩეველმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები