პაპუაშვილი – გიორგი ბაჩიაშვილზე: ეს ადამიანი არის ჩამოყალიბებული კრიმინალი და თაღლითი

“ეს ადამიანი არის ჩამოყალიბებული კრიმინალი და თაღლითი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილზე საუბრისას განუცხახა.

ის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმის – „მტკვარი ჰესის“ განხილვასთან გამოეხმაურა.

„ამ ადამიანის წინააღმდეგ უკვე დამდგარია განაჩენი სხვა საკითხთან დაკავშირებით და დადასტურებულია, რომ ადამიანს აქვს მოზღვავებული კრიმინალური ენერგია. მათ შორის, როგორც თავად აღიარებს, ის საქართველოდან გაიპარა. რაღაც საიდუმლო სამსახურის აგენტის ჩანაფიქრებით, მანქანას შეუცვალა კონსტრუქცია, დაიმალა საბარგულში და ასე შემდეგ. ადამიანი არის ჩამოყალიბებული კრიმინალი და თაღლითი. თაღლითის საჯარო პროცესები იმიტომაც არსებობს, რომ როდესაც ადამიანი მხილებულია თაღლითობაში, თაღლითი ადამიანის სიტყვა შემდეგ არ დაიჯერება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები