“უახლოეს მომავალში მოხარული ვიქნებით, მივიღოთ ინდოეთის ელჩი თბილისში, როგორც რეზიდენტი ელჩი” – შალვა პაპუაშვილი

“უახლოეს მომავალში მოხარული ვიქნებით, მივიღოთ ინდოეთის ელჩი თბილისში, როგორც რეზიდენტი ელჩი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

„მნიშვნელოვანია, რომ პირველად ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში ინდოეთს ეყოლება რეზიდენტი ელჩი საქართველოში. დღეს გვქონდა მათ შორის, ამაზე საუბარი, ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით. პროცედურა უკვე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მოხარული ვიქნებით, მივიღოთ ინდოეთის ელჩი თბილისში, როგორც რეზიდენტი ელჩი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები