“ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, რომ შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე შეხვედრები საქართველოს მონაწილეობის გარეშე მოაწყონ, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ” – პაპუაშვილი

“ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან, რომელსაც საკუთარი დამოკიდებულება აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის, რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს მონაწილეობის გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, “საქართველოს ვერავინ გადაახტება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობით”.

“საქართველოს ვერავინ გადაახტება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობით. ასე რომ, ეს პროექტი პირველ რიგში არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებში და ამიტომაც, ეს პროექტი ვერსად წავა – ის კაბელი, რომელმაც საქართველო რუმინეთთან უნდა დააკავშიროს და რომელმაც უნდა მისცეს შესაძლებლობა რეგიონიდან მწვანე ენერგიის გადაცემისა ევროკავშირში. ამას ვგულისხმობთ ჩვენ გონივრულ თანამშრომლობაში, ნაცვლად აქტივიზმისა, რომელსაც ხანდახან ვხედავთ ხოლმე ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები