თორნიკე ჭეიშვილი: ეუთოს ასამბლეის ეგიდით გაკეთებული განცხადებით მკაფიოდ დაიგმო ის ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომლითაც არიან შეპყრობილები უსამშობლოთა დაჯგუფებები

“რადიკალებს კარგი დღე ნამდვილად არ გაუთენდათ. ეუთოს ასამბლეის ეგიდით გაკეთებული განცხადებით ძალიან მკაფიოდ დაიგმო ის ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომლითაც არიან შეპყრობილები უსამშობლოთა დაჯგუფებები”,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ თავი მძიმე პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა.

„რადიკალებისთვის კარგი დღე ნამდვილად არ გათენდა. ჯერ მარტო თუ ავიღებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გაკეთებულ განცხადებას, იმ დელეგაციის მიერ, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, აქაც პირდაპირ რომ ვთქვათ ცივი წყლის გადასმის ეფექტი ჰქონდა რადიკალებზე და მათ პატრონებზე, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მკაფიოდ მოხდა დაგმობა იმ ექსტრემისტული დღის წესრიგისა, რომლითაც არიან შეპყრობილები უსამშობლოთა დაჯგუფებები. აქედან გამომდინარე, რაღაც საღი რომ არსებობდეს დაიწყებდნენ უკვე კონსულტაციებს, რომ როგორმე გადაესინჯათ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი ექსტრემისტული პოლიტიკა. იმდენად მძიმე პოლიტიკურ ჩიხში არიან შესულები, თავადვე შეიყვანეს თავი ამ ჩიხში და ამას გარე პატრონებმაც შეუწყვეს ხელი. ახლა უკვე ძალიან გაუჭირდებათ აქედან გამოსვლა“,- განაცხადა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები