პოლიციის აკადემიასა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა, სოფიო აბულაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პოლიციის აკადემიასა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა, სოფიო აბულაშვილმა და ყაზახეთის შსს-ს მართვის აკადემიის უფროსმა, ჟანატ დილბარხანოვამ მოაწერეს.

მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიამდე მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი სახოკია, სამინისტროსა და პოლიციის აკადემიის წარმომადგენლები, ასევე, ყაზახეთის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. მხარეებმა საპოლიციო სისტემაზე, მიმდინარე რეფორმებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის შსს-ს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს პოლიციის აკადემიის ინფრასტრუქტურა, საგამოცდო ცენტრი, სასწავლო-საპოლიციო სიმულაციური სივრცე, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ღია და დახურული ტირი და სხვა სასწავლო სივრცეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები