გია ვოლსკი: წითელი ხაზები და დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ მარტა კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა
“წითელი ხაზები და დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ მარტა კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა. რასაკვირველია, ჩვენ გაგვაჩნია არგუმენტები და მარტა კოსის განცხადება აბსოლუტურად უარგუმენტოა. როგორ შეიძლება რუსეთმა გაიმარჯვოს საქართველოში პოლიტიკურად, როცა ტერიტორიების 20%-ის ოკუპირებულია? მის ქვეყანას გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ჩვენ ასეთი არ გაგვაჩნია. მარტა კოსი იქნება, თუ კუბილიუსი, იუკნევიჩიანე თუ ყველა სხვა – ესენი არიან ქართველთმოძულე, ანტიქართულად განწყობილი ადამიანები, ვინც სიტუაციას ისე ხატავს, თითქოს ჩვენ გვგულშემატკივრობს და რეალურად, უნდათ, რომ ცეცხლის მორევში გადაგვისროლოს, რათა მათ ქვეყნებს და ევროპის შუაგულს მოაკლდეს ის დაძაბულობა, რომელსაც რუსეთის აგრესია უქმნის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში “ავტოკრატიული სისტემა ახშობს” დემოკრატიულ ხმებს და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს.