ესპანეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია
ესპანეთის მთავრობამ ისრაელში თავისი ელჩი, ანა სალომონ პერესი, თანამდებობიდან გაათავისუფლა,- გადაწყვეტილება ესპანეთის სახელმწიფო გაზეთში გამოქვეყნდა.
„საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის საკითხთა მინისტრის წარდგინებითა და მინისტრთა საბჭოსთან განხილვის შემდეგ 2026 წლის 10 მარტს ვბრძანებ გათავისუფლებულ იქნეს თანამდებობიდან ესპანეთის ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, ქალბატონი ანა მარია სალომონი და გამოეცხადოს მას მადლობა“, – წერია ბრძანებაში.
როგორც ცნობილია, საელჩო თელ‑ავივში კვლავ გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა საქმიანობას დროებითი რწმუნებული უხელმძღვანელებს.
მედიის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ბოლო პერიოდში ორი ქვეყნის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვას ასახავს, თუმცა ურთიერთობების სრულ შეწყვეტას არ ნიშნავს.