IRGC: ნებისმიერმა გემმა ჰორმუზის სრუტის გასავლელად ირანისგან ნებართვა უნდა მიიღოს
ნებისმიერ გემს, რომელსაც ჰორმუზის სრუტის გავლა სურს, ირანის ხელისუფლებისგან ნებართვა უნდა მიიღოს.
აღნიშნულის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC, ირანის შეიარაღებული ძალების ელიტური ქვედანაყოფები) საზღვაო ძალების მეთაურმა, ალირეზა ტანგსირიმ განაცხადა.
„ნებისმიერმა გემმა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლას აპირებს, ირანისგან ნებართვა უნდა მიიღოს“, – წერს ის X-ში, ირანის სამხედროების მიერ სრუტის გადაკვეთის მცდელობისას განხორციელებულ დარტყმებზე კომენტარის გაკეთებისას.