ნინო წილოსანი: შიდა და გარე მფარველების წიაღში გამოიზარდა ალეკო ელისაშვილის ექსტრემიზმი
„შიდა და გარე მფარველების წიაღში გამოიზარდა ალეკო ელისაშვილის ექსტრემიზმი,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანმა ალეკო ელისაშვილის ქმედების შეფასებისას განაცხადა.
„ალეკო ელისაშვილი არის ინდივიდუალური გამოვლინების აქტი იმ რადიკალიზმის, რომელსაც კრებსითად, თუ მუდმივად ვხედავთ როგორც „ლელოს“, ასევე მათი მფარველი საერთაშორისო დედაპარტიების, იგივე „ალდეს“ შემთხვევაში. ეს პარტიები როგორც შიდა, ასევე გარე მფარველები, მუდმივად ახალისებდნენ და მხარს უჭერდნენ რადიკალიზმს, ამიტომ მათ წიაღში გამოიზარდა ალეკო ელისაშვილის ექსტრემიზმი. შეაჩერეს ეს ტერორისტული აქტი და ახლა ყველა გვერდზე გადგა, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ვერ გაბედავენ და არც აქვთ სურვილი, რომ გაემიჯნონ ამ ტერორისტულ აქტს და თავისი სიტყვა თქვან ამ ყველაფრის შეფასებაში“, – აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ედება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.