თენგიზ შარმანაშვილი – „მტკვარი ჰესის“ საქმეზე: სასამართლომ ერთხელ უკვე შეაფასა ბაჩიაშვილის ქმედება – არ მახსენდება, კვალიფიციური კრიტიკა მომესმინოს ამ განაჩენის იურიდიული ნაწილის თაობაზე
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან, ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.
დეპუტატს არ ახსენდება, ამ განაჩენის იურიდიული ნაწილის თაობაზე კვალიფიციური კრიტიკა მოესმინოს.
მისივე განცხადებით, სასამართლოზე ნათლად დადასტურდა და განაჩენშიც დეტალურად არის აღწერილი ის მტკიცებულებები, რომ ბაჩიაშვილი „სხვისი აქტივების ქურდია“.
„სასამართლომ ერთხელ უკვე შეაფასა მისი ქმედება. ის არის ჩვეულებრივი ქურდი, რომელმაც სხვისი აქტივები მოიპარა. ეს სასამართლომ თავის განაჩენშიც დაასაბუთა. არ მახსენდება, რომ რაიმე კვალიფიციური კრიტიკა მომესმინოს ამ განაჩენის იურიდიული ნაწილის თაობაზე. ეს განაჩენი დასაბუთებულია. თავი რაღაცით ხომ უნდა იმართლოს. ვინ გეტყვით, ანგარებითი მოტივი მქონდა და დაგეგმილი მქონდა სხვისი აქტივების ქურდობა და მოპარვაო. ახლა მოიფიქრეს ახალი თემატიკა, რომ ვითომ ეს პოლიტიკური დევნის მოტივია. სასამართლოზე ძალიან ნათლად დადასტურდა და განაჩენშიც დეტალურად არის აღწერილი ის მტკიცებულებები, რომ ის სხვისი აქტივების ჩვეულებრივი, რიგითი ქურდია“- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.