ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალი რეკრეაციული სივრცე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ახალი რეკრეაციული სივრცე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყო. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სკვერში განთავსდა მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა ატრაქციონები, სკამები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

“მოეწყო გარე განათების, წყლისა და წყალარინების სისტემები, სპორტული მოედანი და ფიტნესს ზონა. ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები – დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები