ნინო წილოსანი – BBC-ის სტატიაზე: ბრიტანული მედიასაშუალება, რომელიც არასდროს, არანაირი სწორი ფორმით არ ეხმაურება საქართველოში გადატრიალების მცდელობებს, პირდაპირ გვევლინება მხარედ
„ბრიტანული მედიასაშუალება, რომელიც არასდროს, არანაირი სწორი ფორმით არ ეხმაურება საქართველოში გადატრიალების მცდელობებს, პირდაპირ გვევლინება მხარედ,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის სტანდარტი, რომელ დონემდეც სამწუხაროდ ასეთი სოლიდური და ერთ დროს მაღალრეპუტაციული მედიასაშუალება დავიდა.
„ბრიტანული მედიასაშუალება, რომელიც არასდროს, არანაირი სწორი ფორმით არ ეხმაურება საქართველოში გადატრიალების მცდელობებს, პირდაპირ გვევლინება მხარედ. მხარედ, რომელსაც შეუძლია აბსურდული ბრალდება გააკეთოს და რაც მთავარია, დაეყრდნოს მხოლოდ რამდენიმე ადამიანის, ძირითადად ამ დემონსტრანტების შეგრძნებებს, მათ აცრემლებულ სახეებს. თავად ერთ-ერთი ჩვენების მიმცემი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ მას არანაირი სამედიცინო კვლევა ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია. ეს არის სტანდარტი, რომელ დონემდეც სამწუხაროდ ასეთი სოლიდური და ერთ დროს მაღალრეპუტაციული მედიასაშუალება დავიდა“, – აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.