შარმანაშვილი – BBC-ის მასალაზე: მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები

“რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება დახვდა თუ არა მას ეს [ქიმიური ნივთიერების] მარაგები, როდესაც მინისტრი გახდა – რა მდგომარეობაში იყო, რა ვითარებაში ინახებოდა, მისმა წინამორბედებმა წინა ხელისუფლების დროს გამოიყენეს თუ არა და აქვს თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მან BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე დაწყებულ გამოძიებაზე ისაუბრა.

„ამას დაადგენს გამოძიება რა მიზნით შეისყიდეს ეს. ახლა მიხვდნენ, რომ ამას ვერ გაექცევიან და „ნაცებს” დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა. ახლა ახალი ბოდვა დაიწყეს და თქვეს, რომ ეს ნივთიერება ჯანდაცვის მიზნებისთვისაც და ლაბორატორიული კვლევებისთვისაც გამოიყენებაო. პოლიციამ შეისყიდა პოლიციის საქმიანობისთვის, რა კვლევაზეა საუბარი. ასე რომ ეს გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი, რა თქმა უნდა, გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება დახვდა თუ არა მას ეს მარაგები, როდესაც მინისტრი გახდა, რა მდგომარეობაში იყო, რა ვითარებაში ინახებოდა, მისმა წინამორბედებმა წინა ხელისუფლების დროს გამოიყენეს თუ არა და აქვს თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გამოძიება ჯერ კიდევ წინ გვაქვს. იცით, რომ ჩვენი საგამოძიებო ორგანოები საჯაროდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნებას არ ერიდებიან”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები