დღეს “ტყიბულქალაქობა 2014” გაიმართა
დღეს “ტყიბულქალაქობა 2014” გაიმართა. ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა მეუფე გიორგი შალამბერიძემ ტყიბული დალოცა. ღონისძიებები მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლესთან გაიმართა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს.
დღეს ასევე დასახელდა ტყიბულის 8 საპატიო მოქალაქე. დღესასწაულს საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
“ტყიბულქალაქობა” პირველად 1997 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა და მას შემდეგ პერიოდულად იმართებოდა.