გურამ მაჭარაშვილი – BBC-ის სტატიაზე: არავითარი მტკიცებულებები არ ჰქონდათ და არც აქვთ, ეს არის სპეკულაციური განცხადება

„არავითარი მტკიცებულებები არ ჰქონდათ და არც აქვთ, ეს არის სპეკულაციური განცხადება,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა BBC-ის სტატიაზე საუბრისას განაცხადა.

„BBC-ის, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი ცოტა ხანში უჩივლებს, დააწერინეს დეზინფორმაციული განცხადება. რა თქმა უნდა არავითარი მტკიცებულებები არ ჰქონდათ და არც აქვთ, ეს არის სპეკულაციური განცხადება. ამერიკის პრეზიდენტის მიმართ იკადრეს და ტყუილები გაავრცელეს და ხელი არ აუკანკალდებოდათ საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ ტყუილი განცხადების გასაკეთებლად“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები