“სამწუხაროდ, BBC-ის შემთხვევაშიც ვხედავთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის მცდელობას” – ნინო წილოსანი

“წარმოუდგენელი ტყუილი და დაუჯერებელი სიცრუეა, რომელსაც, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში BBC ავრცელებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს.

წოლოსანი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

“შეგვიძლია ქრონოლოგიურად ვნახოთ, რომ ყველა წარუმატებელი არეულობის მცდელობის შემდეგ, მოჰყვება მსგავსი ან მიმსგავსებული მასშტაბის გარე ჩაწერა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი აგენტურა ვერ ასრულებს დანიშნულებას, რომ გარკვეული არეულობა გამოიწვიოს, ჩაუვარდათ 28 ნოემბრის აქციაც, ვერანაირი სცენები ვერ დადგეს. სამწუხაროდ, BBC-ის შემთხვევაშიც ვხედავთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის მცდელობას”, – აცხადებს წილოსანი.

ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა სათაურით: „ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები