შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური, BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება, სადაც თბილისში გამართულ აქციებზე აკრძალული ნივთიერების გამოყენებაზეა საუბარი.
ვახტანგ გომელაურის განცხადებას „ქრონიკა“ ექსკლუზიურად ავრცელებს:
„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს!“ – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.