შალვა პაპუაშვილი – განათლების რეფორმაზე: რაიმე ხელშესახები, კრიტიკული არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია, გვესმის უბრალოდ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები

რაიმე ხელშესახები, კრიტიკული არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია, გვესმის უბრალოდ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი მოტივირებულია, განათლების რეფორმის საკითხები რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს.

„რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას, გარდა საჯარო დისკუსიისა, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა პლატფორმაზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, უმრავლესობის შიგნითაც დეტალური განხილვა არაერთხელ გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, საჯარო დისკუსიასაც ვადევნებთ თვალყურს, მათ შორის, რადიკალი პირების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს და მგონი ყველა ხედავს, რომ რაიმე ხელშესახები, კრიტიკული არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია. გვესმის უბრალოდ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, თუმცა რაიმე არგუმენტი, მათ შორის, ინტერპელაციის დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა განათლების რეფორმაზე, იქაც რაიმე ხელშესახები და კრიტიკული არგუმენტი არ მოგვისმენია.

ყველა თანხმდება იმ გამოწვევებზე, რომელიც უმაღლეს განათლებაში არის. არავის არ მოგვისმენია, რომ ეს გამოწვევები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაასახელა, არ არსებობს. საქართველოს პარლამენტი მოტივირებული არის, რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს ეს საკითხები, რათა უკვე დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა განათლების რეფორმის სფეროში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები