ბიძინა გიორგობიანი: BBC-ის დღევანდელი განცხადება მიმართულია საქართველოს იმიჯის შელახვისკენ

,,ალბათ, საქართველოს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, ვინ, რატომ და რა მიზნით, შეიყვანა შეცდომაში და რატომ გაკეთდა ასეთი განცხადება, როგორ მოხდა ამის გაკეთება”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა BBC-ს სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, BBC-ის განცხადება აბსურდული ბრალდებაა.

„BBC-ის დღევანდელი განცხადება მიმართულია საქართველოს იმიჯის შელახვისთვის და მიმართულია იქითკენ, რომ აქაურ ექსტრემისტებს ჰქონდეთ რაღაც საკვები, თითქოს, პირველ მსოფლიო ომში გამოყენებული ნივთიერება იყო გამოყენებული. ეს აბსურდული ბრალდებაა, რომელიც არაფერს ეფუძნება, გარდა ყალბი დასმენისა, რაშიც დახელოვნებულია ფაქტობრივად, ეს აგენტურული ჯგუფები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ პოლიტიკური ოპოზიციის სახელით“, – განაცხადა გიორგობიანმა.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები