მათიკაშვილი – BBC-ის სტატიაზე: ცალსახაა, რომ საქართველოდან ტყუილები იქნა მიწოდებული ბრიტანულ ტელეკომპანიაში

“ცალსახაა, რომ საქართველოდან ტყუილები იქნა მიწოდებული ბრიტანულ ტელეკომპანიაში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა BBC-ს სტატიაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს BBC-ის განცხადებასა და ტყუილების გავრცელებაზე.

„ყველას ძალიან გვაინტერესებს რამ აიძულა ეს ადამიანები გაევრცელებინათ სიცრუე და ტყუილი მთელს მსოფლიოში. იყო ეს კონკრეტული დავალება ქართველ ენჯეოშნიკებთან მიმართებით, ამაში ფული აიღეს, ღამე სიზმრად ნახეს ეს ყველაფერი, თუ რატომ მოხდა. მსგავსი სისულელე და მსგავსი უდონო ზღვარს გადასულ რეპუტაციის შელახვის მცდელობასთან გვაქვს საქმე, რასაც აუცილებლად გაეცემა სათანადო პასუხი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გასული წლის საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები