ლევან მაჭავარიანი: ვისაც, დაგაჯერეს, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, გირჩევთ, უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
,,ვისაც, დაგაჯერეს, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, გულწრფელად გირჩევთ, უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხაროდ, გუშინდელ ჩამონათვალს უკვე დღესვე დაემატა: ვისაც, დაგაჯერეს, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა (BBC-იმ გაავრცელა). გულწრფელად გირჩევთ, რომ უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, – წერს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის, BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ BBC-ის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.