ბესიკ კუსიდი სენაკის მუნიციპალიტეტში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბავშვებისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი სენაკის მუნიციპალიტეტში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბავშვებისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
პროექტი „ჯადოსნური დღეები“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით დევნილთა 10 კომპაქტურ ჩასახლებაში ხორციელდება.
„აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით, მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად ხორციელდება პროექტი, რომლის მიზანია კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის გასართობი აქტივობების მოწყობა. პროექტში უკვე 1500 ბავშვი ჩაერთო და ვიმედოვნებთ რომ ეს რიცხვი სამომავლოდ გაიზრდება“, – განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.
ღონისძიებას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.