“ნეიტრალიტეტი დაგვაახლოებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ჩვენი ძმებისა და დების მიმართ” – შაქარიშვილი

“ნეიტრალიტეტი დაგვაახლოებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ჩვენი ძმებისა და დების მიმართ”, – ამის შესახებ პარტია “ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი აცხადებს.

ამასთან, როგორც ის განმარტავს, ნეიტრალიტეტი გაზრდის საქართველოს როლს დაკავშირებადობის კუთხით, ეს იქნება შუა დერეფანი თუ სხვა სავაჭრო ლოგისტიკური მსხვილი პროექტები.

“ნეიტრალიტეტი მოგვიტანს გრძელვადიან სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს, ნეიტრალიტეტი გახსნის გზას სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებისათვის, რამაც უნდა შეგვაძლებინოს ეკონომიკური გარღვევა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ ვაშინგტონი და ბრიუსელი გვიკარნახებს, ვისთან გვქონდეს ვაჭრობა, ვისი ინვესტიციები მივიღოთ, ვისი არა, ვისთან ვიმეგობროთ და ვის ვეომოთ, თუნდაც ეს ჩვენს ფიზიკურ განადგურებას იწვევდეს. უნდა შევეგუოთ, რომ თუ ჩვენ ევროილუზიაში ყოფნას გავაგრძელებთ, ადრე თუ გვიან, ვაშინგტონი და ბრიუსელი კვლავ შეძლებენ საკუთარი აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანას. პარტია “ნეიტრალური საქართველო” ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ევროილუზია დასრულდეს, რომ რეალურად შევხედოთ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის რა არის აუცილებელი და სასარგებლო”, – აცხადებს შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები