კირცხალია – BBC-ის პუბლიკაციაზე: გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე

“გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, რეალურად, რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კერძოდ, კირცხალია გამოეხმაურა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს“.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის სრულიად ლოგიკური, რადგან რაც BBC-ის მხრიდან ვნახეთ და მოვისმინეთ, გასცდა ყველანაირ ზღვარს. რა შეიძლება დავარქვათ? ძალიან მარაზმში არიან გადასული. გასაკვირი არ არის, როდესაც იმ მეინსტრიმ მედიებზე ვსაუბრობთ, როგორიც არის BBC. მათი სახე მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ გამოჩნდა. ასევე, ნიშანდობლივია თეთრ სახლში რომ დაემატა ერთი გრაფა, სადაც არასანდო მედიასაშუალებებია ჩამოთვლილი და იქ BBC-ც არის. გავიხსენოთ რამდენიმე კვირის წინანდელი სკანდალი, რომელსაც შეეწირა, დირექტორი თუ ახალი ამბების ხელმძღვანელი. ამ ყველაფრის შემდეგ რას ვხედავთ? სრულიად მარაზმს, აბსურდს ვისზე დაყრდნობით? ჩახუნაშვილი და ა.შ. მათი რიგითი აგენტურები, პატარა „აგენტუკები”, რომლებიც ჩადიოდნენ და ქვეყნის საწინააღმდეგო დასმენას ახდნენ. შედარებით მძიმე წონიანი აგენტურული წარმომადგენლებიც ვნახეთ – ჰელსინკის კომისია იქნება თუ სხვა – ამაზე დაყრდნობით BBC -ს, ყოფილი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რეპუტაციის მქონე მედიის, მხრიდან ვისმენთ ასეთ დეზინფორმაციას. სასაცილოა, მაგრამ რეალურად, სასაცილო არ არის, რადგან ამ მარაზმის ქვეშ არის მთელი მსოფლიო. როცა ასეთი მედიასაშუალებებისგან ვისმენთ ასეთ ინფორმაციას და ვისმენთ ასეთ უსტანდარტო სიცრუეზე აგებულ ინფორმაციას, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ?”- განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები