ზურაბ ქადაგიძე: „ბიბისი” დაეშვა იქამდე, რომ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე ზეწოლისთვის მზადაა ნებისმიერი სიგიჟე გამოიყენოს

პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ქართულ პოლიციას ბრალდება მომწამლავი გაზის გამოყენება რადიკალური აქციის მონაწილეების მისამართით.

მისი თქმით, სირცხვილია, როცა მედია, რომელიც ოდესღაც სტანდარტებს ქმნიდა, დღეს თავად იქცა სტანდარტულ “ფეიკ-მედიად”.

„BBC, welcome to the fake-news industry” – იქ უკვე დიდი ხანია გელიან!

როცა ოდესღაც სანდო მედია უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას ავრცელებს და “ტვ პირველისგან” აღარაფრით განსხვავდება, ეს ერთ რამეს ნიშნავს – “ბიბისი” დაეშვა იქამდე, რომ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე ზეწოლისთვის მზადაა ნებისმიერი სიგიჟე გამოიყენოს. სირცხვილია, როცა მედია, რომელიც ოდესღაც სტანდარტებს ქმნიდა, დღეს თავად იქცა სტანდარტულ “ფეიკ-მედიად,” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები