“მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას და რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას” – ვოლსკი

“ფაქტია, რომ მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას და რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს.

დეპუტატი ეხმაურება ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

„ფაქტია, რომ მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას და რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას. არ არის ეს მარტო BBC-ი. მთელი პროპაგანდისტული ქსელი მოქმედებს, რათა საქართველოში შეირყეს მდგომარეობა. აბსურდია [გავრცელებული ინფორმაცია]. გამოვლინდებოდა, ასეთი თემა არ იმალება. 1930 წელს გამოყენებული სითხის მოძრაობა მსოფლიოში არ დარჩებოდა შეუმჩნეველი არავის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები