კახა კალაძე – „ბიბისის“ მასალაზე: მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ

„ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა – თუკი, რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, – ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქართველ ჟურნალისტებთან, „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებული მასალის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოზე მიმდინარეობს შეტევა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტყუილით გაჯერებული ინფორმაციები გაავრცელონ.

„ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. ხედავთ, როგორ მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე – თუკი, რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა გაავრცელონ ინფორმაციები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული.

არ ვიცი, საერთოდ ღირს, თუ არა სერიოზული პასუხის გაცემა ამ ტიპის სისულელეებზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები