“ელისაშვილის ქმედება ტერორიზმის კლასიკური ნიმუშია, წარდგენილ მუხლს შეესაბამება და ამას ნებისმიერი სამოსანი პირველკურსელი იურისტიც დაადასტურებს” – შარმანაშვილი

“ელისაშვილის ქმედება ტერორიზმის კლასიკური ნიმუშია, წარდგენილ მუხლს შეესაბამება და ამას ნებისმიერი სამოსანი პირველკურსელი იურისტიც დაადასტურებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ალეკო ელისაშვილმა თვითონაც თქვა, რომ ეს სასამართლო ხელისუფლების პარალიზებისთვის სჭირდებოდა, რადგან მისი გადაწყვეტილებები არ მოსწონდა.

“ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ მას ხელისუფლების პარალიზება სურდა. უნდოდა, რომ ხელისუფლებას არ ემოქმედა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან შეუძლებელი ყოფილიყო კანონიერი ნაბიჯების გადადგმა. ამას ხმამაღლა ამბობს და არც უარყოფს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები