“როგორც სააკაშვილი განიკურნა დემენციისგან, რომელსაც მთელი მსოფლიო ცდილობს, რამენაირად გაუმკლავდეს, ისე იყენებდნენ ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები რაღაც ნივთიერებას” – მათიკაშვილი
“სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – როგორც სააკაშვილი განიკურნა დემენციისგან და დაამარცხა ის ავადმყოფობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ცდილობს, რამენაირად გაუმკლავდეს, ისე იყენებდნენ ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები რაღაც ნივთიერებას”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, აღნიშნულით ის გამოეხმაურა BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალას, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს”.
„პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერების გამოყენება რომ დააფიქსირეს, ის რატომ ვერ შეამჩნიეს, რომ მაგ დროს შუბებით, არბალეტებით, მშვილდ-ისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურების თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს? ან ლოდსატყორცნებს რომ იყენებდნენ ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლები და ლოდებს აგორებდნენ მთიდან, BBC-იმ რატომ ვერ შეამჩნია? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მთავარი ის არის ვინ მიაწოდა მათ ეს ინფორმაცია.
ეს მოცემულობა და პოლიტიკური მდგენელი არის „განვიკურნოთ დემენციისგან 2”. როგორც სააკაშვილი განიკურნა დემენციისგან, დაამარცხა ის ავადმყოფობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ცდილობს რამენაირად გაუმკლავდეს, ისე იყენებდნენ ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები რაღაცა ნივთიერებას. რა თქმა უნდა, ამას თავისი ადეკვატური პასუხი გაეცემა”, – აღნიშნა მათიკაშვილმა